"იაკოს მეგობარი ყვავილები" გვანცა მოციქულაშვილი





იაკოს   მეგობარი ყვავილები

         პატარა ია ძალიან გაცელქდა, გვიან იძინებს, დილით კი ადგომა ეზარება.
_  ია, საღამოს საჭირო დროს უნდა დაიძინო, კარგად დაისვენო და დილით ადრე ადგომაც არ დაგეზარება, ჩიტმაც  კი იცის თავისი ბუდე , აი, ჩვენი ყვავილებიც იძინებენ. _ უთხრა ერთ   საღამოს განაწყენებულმა დედამ შვილს.
_ ყვავილები?  ყვავილების ძილი ვის გაუგია?!_ შეშფოთდა პატარა გოგონა.
_ თუ არ გჯერა, დააკვირდი და თავად მიხვდები, რომ ეს ნამდვილად ასეა._ უპასუხა დედამ.
მოვიდა საღამოც. იას ერთი სული ჰქონდა, გაეგო, როგორ დაიძინებდნენ ყვავილები, იდგა და ელოდებოდა დაბნელებას. აი, დაბნელდა კიდეც, მიირბინა ფანჯარასთან ...                                 მიირბინა და რას   ხედავს?   მისი ყვავილები ნელ–ნელა ხურავენ სიფრიფანა ფურცლებს . ია გულში ამბობდა , არა, გვიან აღარ დავიძინებ, მეც ყვავილებს მივბაძავ.... მაგრამ ახლა სხვა   კითხვა გაუჩნდა, ნეტა, ხვალ დილით რა დროს გაიღვიძებენო და მეორე დღეს ადრიანად წამოხტა საწოლიდან ...
ფანჯარასთან მიირბინა, ყვავილები უკვე გაშლილიყვნენ  ...

გული სიხარულით აევსო,  გადაწყვიტა მათთან  დაეძინა დღეიდან და ისე ადრე ამდგარიყო, როგორც –  ყვავილები, მათთვის წყალი დაესხა და მათი სილამაზით დამტკბარიყო, ისინი უკვე მარტო ლამაზი ყვავილები კი არა, მისი ნამდვილი მეგობრები იყვნენ...

გვანცა მოციქულაშვილი

No comments:

Post a Comment