ია
და ენძელა
ზამთარი მიიწურა.
დადგა გაზაფხული. ეზო იებითა და ენძელებით
აივსო.
_ გაზაფხულის
ყვავილები მერცხლებზე ადრე მოვდივართ._ ამაყობდა ენძელა.
_ აგერ ერთი მერცხალი მოფრენილა! – წამოიძახა იამ.
_ ორი... სამი... ოთხი...– დაუნაცვლა ენძელამ.
_ უი, ია ამოსულა–
ჩაიჭიკჭიკა მერცხალმა.
_ამდენ ხანს ვერ შემამჩნიე?
_ ვერა!
–
ასეთი
ამაყი ნუ ხარ!
–
რატომ? ძალიან მიხდება სიამაყე!..
–
სულაც
არა!
–
ენა
ჩაიგდე წრიპა!
ია
გაცეცხლდა, გაიჭიმა , დაბლა დახრილი თავი მაღლა ასწია და მერცხალს გამოეჯიბრა.
–ახლაც
წრიპა ვარ?
_ ბოდიში
... _ იყო პასუხი.
ია
დაწყნარდა.
უეცრად
ბავშვები გამოჩდნენ
_ აი,
გიგანტები, ესღა გვაკლდა... ჩუმად, ჩუმად, არ შეგვნიშნონ, თორემ სიცოცხლეს აღარ გვაცლიან...
დაგვგლეჯენ და ისედაც მოკლე სიცოცხლეს შეგვიმოკლებენ...
–
ნახეთ,
რა ლამაზია ჩვენი ეზო! ნეტავი დიდხანს იქნებოდეს ასე, მოდით თვალყური ვადევნოთ, რომ
არავინ დაკრიფოს ჩვენი ეზოს ყვავილები!_ ისმოდა ბავშვების ჟრიამული.
ყვავილები აღფრთოვანებულები იყვნენ მათი საქციელით
და თითქოს კიდევ უფრო გალამაზდნენ, აღარ ეფარებოდნენ ბალახებს, რადგან იცოდნენ , რომ
მათზე ბავშვები ზრუნავდნენ.
გიორგი
ბენიძე
No comments:
Post a Comment