Online ტესტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში



1. არქაიზმები არის
  • სხვა ენიდან შემოსული სიტყვები
  • ხმარებიდან გასული ძველი სიტყვები
  • ამა თუ იმ კუთხის მეტყველებისთვის დამახასიათებელი სიტყვები
2. რას მოითხოვს იდუმალი ხმა ნიკოლოზ ბარათაშვილისაგან ლექსში "ხმა იდუმალი"?
  • საკუთარი მოწოდების, ხვედრის პოვნას
  • საკუთარი სულისთვის ლოცვას
  • საკუთარი მამულისთვის თავგანწირვას
3. როგორ ახასიათებს ნიკოლოზ ბარათაშვილი საკუთარ თავს პოემა "ბედი ქართლისას" შესავალ ნაწილში? როგორც
  • ბუნების მგოსანს
  • ბედნიერ მგოსანს
  • მიუსაფარ მგოსანს
4. რომელია რიცხვში მონაცვლე ზმნა?
  • ცვივა
  • დნება
  • შენდება
5. რომელ წინადადებაშია დაშვებული სტილისტური შეცდომა?
  • ასეთი ამბავის მომტანი აქ არავინ ყოფილა
  • ასეთ რამეს აქ ადგილი არ ჰქონია
  • ირემის რქები მონადირემ კედელზე ჩამოკიდა
6. რომელ ფრაზაში გამოიხატა ლეონიძის რესპუბლიკური იდეები? (ნ. ბარათაშვილი "ბედი ქართლისა")
  • ჯერ სამაგისო რა გვემართება, რომ განვისყიდოთ თავისუფლება
  • მადლობა, ღმერთო, შენსა განგებას! ერთს კაცს მომადლებ ყოველთა უფლებას!
  • იცი, მეფეო, რომე ივერნი იქნებიან რუსთ ხელთ ბედნიერნი?
7. აკაკი წერეთლის პოემა "გამზრდელის" რომელი პერსონაჟის სიყვარული ჰგავს სასუფევლის ნეტარებას?
  • ზია-ხანუმის და საფარ-ბეგის
  • ბათუსა და ნაზიბროლასი
  • ალმასხიტისა და ზია-ხანუმის
8. ილია ჭავჭავაძის "აჩრდილის" VII თავის მიხედვით, რა უნდა გაითვალისწინონ ქართველებმა, რომ ქვეყანა მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანონ?
  • რწმენა, განათლება, ცხოვრების ძირითადი კანონზომიერებები
  • ტრადიციები, სიყვარული, მტრობა
  • ტრადიციები, განათლება, შურისძიება
9. ერეკლეს რომელმა შვილმა ჩამოიტანა დავით გურამიშვილის "დავითიანი"?
  • მირიან ბატონიშვილმა
  • ალექსანდრე ბატონიშვილმა
  • თეკლე ბატონიშვილმა
10. რას ნიშნავს "მისხი მისხისა" გურამიშვილის "დავითიანში"?
  • ახლო მეგობარი
  • შორეული ნათესავი
  • ბიძაშვილი
Score =

სწორი პასუხები:
ტესტი
შეადგინა ლია ბენდელიანმა

No comments:

Post a Comment